გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობის 8 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24 საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ და პრევენციულ ღონისძიებებს ატარებენ, რათა დროულად მოხდეს სამართალდარღვევების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა. ამასთან, მყისიერი რეაგირება ხდება სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ თითოეულ შეტყობინებაზე. ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში დეპარტამენტი აქტიურად იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს. შედეგად, 2025 წელს, მხოლოდ აჭარასა და გურიაში, უკანონო ტყითსარგებლობის 380 ფაქტია გამოვლენილი. მათგან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს 67 ფაქტი შეიცავს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს, აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 17 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს”,_ აცხადებს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი.
The post ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და მოპოვება-ტრანსპორტირების ფაქტები გურიასა და აჭარაში appeared first on გურია ნიუსი.