სიახლე

გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს

GuriaNews

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა. ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამრთალდარღვევა გამოვლენილია გურიის, 4 _ იმერეთის, […] The post გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება.

გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა სახეობის 65 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც ეროვნული სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან 4 სამრთალდარღვევა გამოვლენილია გურიის, 4 _ იმერეთის,  3 – სამცხე-ჯავახეთის, 1 – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, 3 – ქვემო ქართლის, 2 – კახეთის,  1 – მცხეთა-მთიანეთის და 3 – შიდა ქართლის რეგიონებში.

ამასთან, გამოვლინდა სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 4 ფაქტი სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლის რეგიონებში.

მიმდინარე წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვების 464 ფაქტი გამოავლინეს.

The post გურიაში ხე-ტყის უკანონო მოპოვების 4 ფაქტი გამოავლინეს appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი