დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების შესახებ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერის მიხეილ აფციაურის განცხადება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 05 Mar 2026, 07:29

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა, რის გამოც მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში უწევთ მუშაობა. მუნიციპალიტეტის მერის, მიხეილ აფციაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ადგილობრივი სამსახურები, ისე სხვადასხვა უწყება და კერძო სექტორი. მისივე თქმით, მხარდაჭერისთვის მადლობა ეკუთვნით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას, მისი ადმინისტრაციის...

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში უხვმა ნალექმა და დიდთოვლობამ მნიშვნელოვანი გამოწვევები შექმნა, რის გამოც მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე რამდენიმე დღეა ინტენსიურ რეჟიმში უწევთ მუშაობა.

მუნიციპალიტეტის მერის, მიხეილ აფციაურის განცხადებით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად პროცესში აქტიურად არიან ჩართული როგორც ადგილობრივი სამსახურები, ისე სხვადასხვა უწყება და კერძო სექტორი.

მისივე თქმით, მხარდაჭერისთვის მადლობა ეკუთვნით ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს ილია ჯალაღანიას, მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და სამთო-მომპოვებელ კომპანიას RMG ტექნიკური დახმარებისა და გვერდში დგომისთვის.

მერმა ასევე მადლიერება გამოხატა მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების, შპს „სერვისჯგუფის“ თანამშრომლებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ, რომლებიც სტიქიის პერიოდში აქტიურად არიან ჩართული სამუშაო პროცესში.

,,გულისხმიერებისა და ყურადღებიანი დამოკიდებულებისთვის,

მინდა მადლობა გადავუხადო ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულს, ილია ჯალაღანიას, რწმუნებულის ადმინისტრაციასა და სამთო-მომპოვებელ კომპანია ,,არემჯის” ხელმძღვანელ პირებს ტექნიკური მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის.

ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სტიქიის პერიოდში მაქსიმალურად ჩაერთნენ სამუშაო პროცესში. მადლობას ვუხდი შპს „სერვისჯგუფის“ სრულ შემადგენლობას თავდაუზოგავი შრომისთვის და ადგილობრივ მოსახლეობას, მოცემული მდგომარეობის გათვალისწინებისა და მოთმინებისთვის.”-წერს მიხეილ აფციაური.

მიხეილ აფციაურის თქმით, ერთობლივი ძალისხმევით სამუშაოები გრძელდება, რათა სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოიფხვრას და მოსახლეობისთვის უსაფრთხო გადაადგილება იყოს უზრუნველყოფილი.

,,ერთობლივი ძალისხმევით ვაგრძელებთ მუშაობას, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში იქნას აღმოფხვრილი სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემები და უზრუნველვყოთ მოსახლეობის უსაფრთხო გადაადგილება.”- წერს გავრცელებულ განცხადებაში თეთიწყაროს მერი მიხეილ აფციაური.


რელევანტური