კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს — Cnoba

ტვ ოდიში სიახლე 03 Mar 2026, 10:27

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სუდას საზღვაო ბაზა NATO-ს ძალების დაქვემდებარებაშია და მას აქტიურად იყენებენ აშშ-ის ძალები. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცი ეროვნული დაზვერვის სამსახურის თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა და ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლიდან მალავე დააკავეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ კაცი ჯაშუშურ […] The post კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს appeared first on ODISHINEWS.

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს – ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სუდას საზღვაო ბაზა NATO-ს ძალების დაქვემდებარებაშია და მას აქტიურად იყენებენ აშშ-ის ძალები.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცი ეროვნული დაზვერვის სამსახურის თვალთვალის ქვეშ იმყოფებოდა და ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩასვლიდან მალავე დააკავეს. ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ გამომძიებლებმა აღმოაჩინეს მტკიცებულებები, რომ კაცი ჯაშუშურ საქმიანობაში იყო ჩართული, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაასაჯაროვეს.
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლების ვარაუდით, საქართველოს მოქალაქის დაკავება “შესაძლოა უკავშირდებოდეს გლობალურ ქსელს, რომელიც ირანის მითითებებით მოქმედებს”. მათივე თქმით, აღნიშნული საქმე ძალიან წააგავს 2025 წლის ზაფხულში მომხდარს, როცა ამავე ბაზაზე ჯაშუშობის ბრალდებით 26 წლის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს.

The post კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს appeared first on ODISHINEWS.


რელევანტური