სიახლე

კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

მედიაცენტრი

საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე მასშტაბური ტყის ხანძრების გამო ათასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. ღამის განმავლობაში საცხოვრებელი სახლებიდან დაახლოებით 8 000 ადამიანი გამოიყვანეს, რომელთა ნაწილი დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს. ადგილზე ასობით მეხანძრეა მობილიზებული. ცეცხლის ქრობის ოპერაციის დროს ორი მეხანძრე დაიღუპა. კრეტაზე ხანძარი ოთხშაბათს გაჩნდა და ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, რამაც საცხოვრებელი სახლები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები დააზიანა. ეს ამ დროისთვის საბერძნეთში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხანძარია, რომლის გაკონტროლებაც ჯერჯერობით ვერ ხერხდება. The post კრეტაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი