მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა — Cnoba
მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა, რომელიც ბავშვებს სამხედრო კონფლიქტების პირობებში მიეძღვნა. სხდომის თემა – „ბავშვები, ტექნოლოგიები და განათლება კონფლიქტის პირობებში“, შერჩეული იყო ირანში აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე. თავისი გამოსვლის დროს, აშშ-ის პირველმა ლედიმ ხაზი გაუსვა განათლების მნიშვნელობასა და ამ სფეროში ხელოვნური ინტელექტის განვითარებას. „ცოდნა ხელს უწყობს სხვების მიმართ ემპათიის განვითარებას, ის ლახავს გეოგრაფიის, რელიგიის, რასის, სქესის და ადგილობრივი ნორმების საზღვრებსაც კი“, – განაცხადა ტრამპმა. მელანია ტრამპი მსოფლიო ლიდერის პირველი მეუღლე გახდა, რომელმაც გაეროს უშიშროების საბჭოში თავმჯდომარის ადგილი დაიკავა. The post მელანია ტრამპმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას უხელმძღვანელა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.