მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2 მარტის სხდომას უხელმძღვანელებს — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 27 Feb 2026, 06:31

მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2 მარტის სხდომას უხელმძღვანელებს, – CNN წერს, რომ მელანია ტრამპი გაერო-ს სხდომას პირველად უხელმძღვანელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის პირველი ლედი გეგმავს, რომ ყურადღება განათლებაზე, ტოლერანტობისა და გლობალური მშვიდობის ხელშეწყობის ინსტრუმენტზე გაამახვილოს. „ბავშვები, ტექნოლოგია და განათლება კონფლიქტში“ იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის პირველი ლედი 15-წევრიანი საბჭოს სხდომას უხელმძღვანელებს. „ქალბატონი ტრამპის ლიდერობა იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც აშშ-ის მოქმედი პირველი ლედი უშიშროების საბჭოს უხელმძღვანელებს, რადგან წევრები განათლებას, ტექნოლოგიას, მშვიდობასა და უსაფრთხოებას განიხილავენ“, – ნათქვამია აშშ-ის პირველი ლედის ოფისის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. The post მელანია ტრამპი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2 მარტის სხდომას უხელმძღვანელებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური