“ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე — Cnoba

პარალელი სიახლე 02 Mar 2026, 17:48

სააგენტო "პარალელი" “ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე დღეს, 2 მარტს, 9 პროდასავლურმა პარტიამ “ოპოზიციური ალიანსი” დააფუძნა და გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. აღბიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარში პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ: “ოპოზიციური ალიანსი” შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი! ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის: დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად ჩვენ გვსურს თანხმობა ყველა იმ […] “ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე პარალელი

სააგენტო "პარალელი"
“ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე

დღეს, 2 მარტს, 9 პროდასავლურმა პარტიამ “ოპოზიციური ალიანსი” დააფუძნა და გამარჯვების ერთობლივ სტრატეგიაზე და ურთიერთთანამშრომლობის წესებზე შეთანხმდა. აღბიშნულთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარში პოლიტიკური შეფასებები გააკეთა, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ:

ოპოზიციური ალიანსი” შედგა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი!

ჩვენი ნომერ პირველი გზავნილი მთლიანად საზოგადოებისთვის არის: დღეს ქვეყანა არის უმძიმეს ჩიხში, კრიზისში, შესაბამისად ჩვენ გვსურს თანხმობა ყველა იმ ადამიანთან, ვისაც სურს სამართლიანობა ქვეყანაში; ვისაც სურს, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი; ვისაც სურს, რომ ამ ქვეყანაში ყველა ვიყოთ თანაბარი; ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს რეგიონის ლიდერი, რომ ვიყოთ ამაყი ჩვენი ქვეყნით, რომ ვიაროთ წელგამართული არამარტო ქვეყანაში, არამედ მთელ მსოფლიოში.

შესაბამისად ის, რაც გვიშლის ხელს, არ არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ეს არის რამდენიმე ადამიანი, რეალობას მოწყვეტილი ადამიანები, “ოცნების” წევრები, რომლებიც ტყუილით, სიძულვილის ენით და ნგრევით საზოგადოებას აპირისპირებენ ერთმანეთთან.

ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება… ამისთვის გვჭირდება ბევრი შრომა და ჩავთვალოთ, რომ დღევანდელი დღე არის პირველი სტრატეგიული ნაბიჯი იმ მიმართულებით, რომ ყველა გავერთიანდეთ…“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“ჩვენი გზავნილი არის ერთიანობა, თანხმობა, ერთად დგომა, ქვეყნის ფეხზე დაყენება, საქმის კეთება…” – გიორგი ვაშაძე
პარალელი


რელევანტური