ლაშა ფარულავა: ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა, ერთიანობა მნიშვნელოვანია, რომ ბრძოლა ფინიშზე გავიდეს – კონკრეტულ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე — Cnoba

News.ge სიახლე 22 Feb 2026, 08:34

ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია – ყველას მინუს ივანიშვილი – კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროსაც ოპოზიციის გეგმებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა. მისი თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ, როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა […]

ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია – ყველას მინუს ივანიშვილი – კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ფარულავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რა დროსაც ოპოზიციის გეგმებზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მისი თქმით, ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ, როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია იმისთვის, რომ „ბრძოლა ფინიშზე გავიდეს“.

„ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია – ყველას მინუს ივანიშვილი. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა. ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომ ჩვენი ბრძოლა ფინიშზე გავიდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე – ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს“, – განაცხადა ლაშა ფარულავამ.


რელევანტური