თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა — Cnoba
მედიაცენტრი
სიახლე
01 Mar 2026, 11:06
რეგიონში მიმდინარე მოვლენების გამო, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ჯამში, 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა. გავრცელებული ინფორმაციით, 1-ელ მარტს თბილისის აეროპორტიდან აღარ შესრულდება 17 რეისი. რაც შეეხება ბათუმს, გაუქმებულია დღეს დაგეგმილი 4 ფრენა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები აღარ შესრულდება შემდეგი მიმართულებებით: თელ-ავივი – 7 რეისი; შარჟა – 2 რეისი; დუბაი – 3 რეისი; დოჰა – 3 რეისი; აბუ-დაბი – 1 რეისი; ქუვეითი – 1 რეისი; ამასთან, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმდა 4 ფრენა თელ-ავივის მიმართულებით. The post თბილისისა და ბათუმის აეროპორტებიდან 20-ზე მეტი ფრენა გაუქმდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.