განახლებული ინფორმაცია ფრენებთან დაკავშირებით — Cnoba

MegaTV სიახლე 02 Mar 2026, 07:58

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული. თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 13 რეისი – თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა სამი ფრენა, სამივე თელ ავივის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე […]

ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენების გამო თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან 20-მდე რეისი გაუქმდა.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, სულ 16 რეისია გაუქმებული.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაუქმებულია 13 რეისი – თელ ავივის, აბუ დაბის, შარჟასა და დუბაის მიმართულებით, ხოლო ბათუმიდან გაუქმდა სამი ფრენა, სამივე თელ ავივის მიმართულებით. სხვა მიმართულებებზე შეზღუდვები არ არის.


რელევანტური