განახლდა
დღეს: 789 სიახლე

მაია ცქიტიშვილი: მთავრობის სხდომაზე ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე განხილვა არ ყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარია მას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დაუკავშირდა. "მედიაში აქტიურად შუქდებოდა პროცესები. ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013…

იხილე სრულად: on.ge ↗
On.ge

საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას ე.წ ჩორჩანას საქმეზე მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა — ინფორმაციას IPN ავრცელებს. მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 30 მარტიდან 2021 წლის 22…

Timer

მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას საქმეზე: გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ტერიტორიის დაკარგვის რისკი იყო და გზის გაყვანა ითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე დაცვის მხარის მოწმემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩვენება მისცა. როგორც ცქიტიშვილმა სასამართლოში განაცხადა, 2019 წელს, საგუშაგოს ჩადგმამდე, მასთან იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია…

News.ge

ლევან გოგიჩაიშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - ცრუ ჩვენებაზე პროცესი უნდა წავიდეს, ან ის 6 არაკაცი ტყუის, ან მაია ცქიტიშვილი - თუ სამხედრო დაზვერვამ არ იცის, რა ხდება ჩორჩანაში, გავყაროთ ეს ხალხი, რატომ ვუხდით ხელფასებს?

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, „ან ის ექვსი არაკაცი ტყუის ან მაია ცქიტიშვილი“. მან ასევე სამხედრო დაზვერვა გააკრიტიკა და მათი გაყრა მოითხოვა.

Timer

სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სადაც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იკითხება. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების…

News.ge

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი იკითხება.

News.ge

ქეთევან ბაკარაძის ჩვენება: ჩორჩანას საგუშაგოზე მთავრობის წევრებმა ერთად გავიგეთ, არაერთი პირი ამაყობდა, შემდეგ კი ფერი იცვალეს

ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე სასამართლოში გიორგი გახარიას სასარგებლოდ ჩვენება მისცა ქეთევან ბაკარაძემ, რომლის განცხადებითაც, 2019 წელს საგუშაგოს გახსნით მთავრობაში ყველა ამაყობდა, მოგვიანებით კი „ფერი იცვალეს“.

Netgazeti

ყოფილი თანაგუნდელები გიორგი გახარიას წინააღმდეგ – ჩორჩანას საგუშაგოს საქმე

ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა, დღეს ჩვენება მისცეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა. პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობით, მოსამართლემ სხდომა დახურა…

Timer

ბერდია სიჭინავა: ე.წ. ჩორჩანას საქმით საოკუპაციო რეჟიმს მტკიცებულებებს ვაძლევთ

[ჩორჩანას საგუშაგოს საქმე] არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, ფაქტობრივად, საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული…

Timer

“მაია ცქიტიშვილის ჩვენებამ პროკურატურის ვერსია ჩამოანგრია”-ბერდია სიჭინავა

გიორგი გახარიას ადვოკატის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, მაია ცქიტიშვილის სასამართლო ჩვენებამ სრულად დაამტვრია პროკურატურის ვერსია, თითქოს ყოფილმა შს მინისტრმა ჩორჩანაში საგუშაგოს მოწყობის შესახებ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ცქიტიშვილმა დაადასტურა, რომ…

News.ge

მაია ცქიტიშვილი - გიორგი გახარიამ ჩემთან დარეკა, ჩორჩანაში მიმდინარეობს შემოღობვა და ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო, მთხოვა, რომ საჭიროა „ბულდოზერი“ ან ტრაქტორი, ტყეში არის გზა გასაყვანი - მთავრობის სხდომაზე განხილვა არ ყოფილა

მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმამდე მას გიორგი გახარიამ დაურეკა, ტერიტორიის დაკარგვის რისკის გამო ტყეში გზის გასაყვანად ტექნიკა სთხოვა, თუმცა საკითხი მთავრობის სხდომაზე არ განხილულა.

გახარიამ მითხრა, ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი დაკითხეს

მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგებამდე ჰქონდა კომუნიკაცია შს ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელმაც, ტერიტორიების დაკარგვის აღსაკვეთად, მას ტყეში გზის გაყვანის თხოვნით მიმართა.

News.ge

ქეთევან ბაკარაძე - ჩორჩანას საგუშაგოზე მთავრობის წევრებმა ერთად გავიგეთ, სატელევიზიოო სივრცეში გავიგე და სიამაყის განცდა იყო, არაერთი პირი ამაყობდა, შემდეგ კი ფერი იცვალეს - იქ მოსახლეობა ამბობს, რომ არა საგუშაგო, ტერიტორია დღეს ოკუპირებული იქნებოდა

„ჩორჩანას საქმეზე“ გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე მისმა თანაპარტიელმა ქეთევან ბაკარაძემ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ საგუშაგოს გახსნით თავდაპირველად ყველა ამაყობდა, თუმცა მოგვიანებით „ფერი იცვალეს“, ადგილობრივების თქმით კი, რომ არა საგუშაგო, ტერიტორია დღეს ოკუპირებული იქნებოდა.