განახლდა
დღეს: 698 სიახლე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, რომელზეც ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ედავებიან, თბილისის საქალაქო სასამართლოში მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი იკითხება.

იხილე სრულად: news.ge ↗
On.ge

საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა

ექსპრემიერ გიორგი გახარიას ე.წ ჩორჩანას საქმეზე მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი დაიკითხა — ინფორმაციას IPN ავრცელებს. მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობაზე 2018 წლის 30 მარტიდან 2021 წლის 22…

Timer

მაია ცქიტიშვილი ჩორჩანას საქმეზე: გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ტერიტორიის დაკარგვის რისკი იყო და გზის გაყვანა ითხოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე დაცვის მხარის მოწმემ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილმა მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ჩვენება მისცა. როგორც ცქიტიშვილმა სასამართლოში განაცხადა, 2019 წელს, საგუშაგოს ჩადგმამდე, მასთან იმდროინდელი შს მინისტრი გიორგი გახარია…

Timer

სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, მაია ცქიტიშვილი იკითხება

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მიმდინარე პროცესზე, სადაც ბრალდებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შს ყოფილი მინისტრი გიორგი გახარია, მოწმის სახით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი, მაია ცქიტიშვილი იკითხება. სხდომა დაცვის მხარის მტკიცებულებების…

News.ge

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ლევან იზორიას კითხავენ

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია აძლევს ჩვენებას. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის…

Timer

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს დავით სუჯაშვილ კითხავენ

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი აძლევს ჩვენებას. დღესვე, სუჯაშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასამართლოს წინაშე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია წარდგება. იგი საქალაქო სასამართლოში უკვე…

On.ge

მაია ცქიტიშვილი: მთავრობის სხდომაზე ჩორჩანას საგუშაგოს საკითხზე განხილვა არ ყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილმა მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაკითხვისას განაცხადა, რომ ექსპრემიერმა, გიორგი გახარია მას ჩორჩანას საგუშაგოსთან დაკავშირებით დაუკავშირდა. "მედიაში აქტიურად შუქდებოდა პროცესები. ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის პროცესი 2013…

News.ge

ლევან გოგიჩაიშვილი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე - ცრუ ჩვენებაზე პროცესი უნდა წავიდეს, ან ის 6 არაკაცი ტყუის, ან მაია ცქიტიშვილი - თუ სამხედრო დაზვერვამ არ იცის, რა ხდება ჩორჩანაში, გავყაროთ ეს ხალხი, რატომ ვუხდით ხელფასებს?

პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებით, ე.წ. ჩორჩანას საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემისთვის პროცესი უნდა დაიწყოს, რადგან მისი თქმით, „ან ის ექვსი არაკაცი ტყუის ან მაია ცქიტიშვილი“. მან ასევე სამხედრო დაზვერვა გააკრიტიკა და მათი გაყრა მოითხოვა.

MegaTV

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე გიორგი გახარიასთვის შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. მოსამართლემ აღნიშნული…

Trialeti

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც. სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გუშინ გამოიკითხა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გუბაზ სანიკიძე.

სუს-ში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის გამოკითხვა მიმდინარეობს. საქალაქო სასამართლოში, ამ წუთებში, ჩვენებას მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აძლევს „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკიც. სუს-ში…

Timer

ტატა ხვედელიანი ე.წ. ჩორჩანას საქმეზე: საქართველოს ხელისუფლება ორკესტრირებულად, ერთ ხმაში საუბრობს საოკუპაციო რეჟიმთან

ეს არის გამოცხადებული ღალატის ქრონიკა, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, პარლამენტის დეპუტატმა ტატა ხვედელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. ხვედელიანის თქმით, სეპარატისტებს მას შემდეგ გაუჩნდათ ჩორჩანას…

News.ge

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს, შალვა კერესელიძესა და ქეთევან ბაკარაძეს დაკითხავენ

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მოწმეებს, დეპუტატებს შალვა კერესელიძესა და ქეთევან ბაკარაძეს დაკითხავენ. სიჭინავას განცხადებით, საქმე გიორგი გახარიას წინააღმდეგ შეკვეთილი პოლიტიკური მართლმსაჯულება და დევნაა.

Timer

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მამუკა ბახტაძე იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩვენებას აძლევს. არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ის სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ერთვება. მან გამოძიების ეტაპზეც მსგავს ფორმატში მისცა ჩვენება. სხდომა…