პაკისტანში სკოლის სახურავის ჩამონგრევას 34 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის ქალაქ პეშავარში, სკოლის სახურავის ჩამონგრევის შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა. არსებული ცნობით, შემთხვევას 33 მოსწავლე და 1 მასწავლებელი ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილზე სამაშველო ოპერაცია რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რათა ნანგრევებიდან დაშავებულები და გარდაცვლილები ამოეყვანათ.
იხილე სრულად: mcm.ge ↗