პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევას 14 ბავშვი ემსხვერპლა
პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 14 ბავშვი დაიღუპა. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ტრაგიკულად დაღუპული მოზარდები 5-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ. პენჯაბის პროვინციის ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო ცენტრი ოფიციალურად რეგისტრირებული არ იყო და კერძო საკუთრებაში არსებულ, ავარიულ საცხოვრებელ შენობაში ფუნქციონირებდა. ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება შესაძლო დაუდევრობის მუხლით უკვე დაიწყეს. ოფიციალური პირების განცხადებით, პასუხისმგებელი პირების გულგრილობის ან დანაშაულის გამოკვეთის შემთხვევაში, დამნაშავეებს უმკაცრესი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. The post პაკისტანში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევას 14 ბავშვი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →