სიახლე

აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო

მედიაცენტრი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში ა(ა)იპ „კავშირი თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის“ მიმართ მონიტორინგის პროცესი დაიწყო. უწყების განმარტებით, საკითხის შესწავლა ორგანიზაციის მიერ გრანტის საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, სავარაუდო მიღების ფაქტს უკავშირდება. სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აცხადებენ, რომ პროცესი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში წარიმართება. „საკითხის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობით და მათ შორის “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში“, – განაცხადეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში. თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლას პოლიტიკოსი არმაზ ახვლედიანი ხელმძღვანელობს. The post აუდიტის სამსახურმა თბილისის პოლიტიკური სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი