განახლდა
დღეს: 1209 სიახლე

„ჩორჩანის საქმეზე“ ბახტაძე, იზორია და სუჯაშვილი დაიკითხნენ

გიორგი გახარიას წინააღმდეგ ე.წ. ჩორჩანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სამი ყოფილი მაღალჩინოსანი დაიკითხა: ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია და დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი.

იხილე სრულად: radiotavisupleba.ge ↗
Timer

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე მამუკა ბახტაძე იკითხება

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ჩვენებას აძლევს. არსებული ინფორმაციით, ბახტაძე საქართველოში არ იმყოფება, რის გამოც ის სასამართლოს დისტანციურ რეჟიმში ერთვება. მან გამოძიების ეტაპზეც მსგავს ფორმატში მისცა ჩვენება. სხდომა…

Timer

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე დაზვერვის სამსახურის ყოფილ უფროსს დავით სუჯაშვილ კითხავენ

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი აძლევს ჩვენებას. დღესვე, სუჯაშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ, სასამართლოს წინაშე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი ლევან იზორია წარდგება. იგი საქალაქო სასამართლოში უკვე…

რატომ არ შეხვედით ტყეში? - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე გახარიას თანაგუნდელები დაკითხეს

16 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, „ჩორჩანის საგუშაგოს“ საქმის სხდომაზე, ამ საქმეზე ბრალდებული ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ოპოზიციური პარტიის ორი წარმომადგენელი დაკითხეს. ქეთევან ბაკარაძე და შალვა კერესელიძე სადავო პარლამენტის დეპუტატები არიან.

Netgazeti

ყოფილი თანაგუნდელები გიორგი გახარიას წინააღმდეგ – ჩორჩანას საგუშაგოს საქმე

ე.წ. ჩორჩანას საგუშაგოს საქმეზე, რომელზეც ბრალდებული გიორგი გახარიაა, დღეს ჩვენება მისცეს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ლევან იზორიამ, დაზვერვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, დავით სუჯაშვილმა. პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობით, მოსამართლემ სხდომა დახურა…

გახარიამ მითხრა, ტერიტორიის დაკარგვის რისკიაო - "ჩორჩანის საგუშაგოს" საქმეზე "ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსანი დაკითხეს

მაია ცქიტიშვილი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ერთადერთი ყოფილი მაღალჩინოსანია, რომელიც ადასტურებს, რომ ჩორჩანის საგუშაგოს აგებამდე ჰქონდა კომუნიკაცია შს ყოფილ მინისტრ გიორგი გახარიასთან, რომელმაც, ტერიტორიების დაკარგვის აღსაკვეთად, მას ტყეში გზის გაყვანის თხოვნით მიმართა.

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - რას აჩვენებს დაცვის მხარის დოკუმენტური მტკიცებულებები

9 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში “ჩორჩანის საგუშაგოს” საქმეზე დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის პროცესი დაიწყო. ამ საქმეში ბრალდებულის, ექსპრემიერ გიორგი გახარიას დაცვის მხარემ დოკუმენტური მტკიცებულებების ნაწილი წარმოადგინა.

ჩორჩანის საგუშაგომ მიტაცებას 1680 ჰექტარი გადაარჩინა - რა უთხრა სასამართლოს გახარიას საქმის საკვანძო მოწმემ

“ჩორჩანის საგუშაგოს საქმის” განხილვა დასასრულს უახლოვდება. 4 ნოემბერს დაცვის მხარის მოწმეთა დაკითხვა საკვანძო მოწმის მოსმენით დასრულდა. ბრალდებულ გიორგი გახარიას თანაგუნდელის, კახაბერ ქემოკლიძის ჩვენება სრულად ეწინააღმდეგება პროკურატურის პოზიციას.

"ჩორჩანის საგუშაგოს" საქმე - ივანიშვილის მუქარა გახარიას დაცვის მხარის მტკიცებულებებში

“ჩორჩანის საგუშაგოს” საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიორგი გახარიას დაცვის მხარის ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდა. სხდომაზე წარმოადგინეს ტელემედიის მიერ 2019 წელს მომზადებული სიუჟეტები, რომლებიც ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში იმ დროს არსებულ რთულ ვითარებას ასახავს.

Alia

თამაზ ელიზბარაშვილის ცოლი გამოკითხვაზე დაიბარეს

როგორც ანი სუჯაშვილი “პირველებს” ეუბნება, ის საგამოძიებო უწყებაში ხვალ არის დაბარებული. სუჯაშვილი 30 აგვისტოს რესტორან “სხვა”-ში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად. როგორც ქალი “პირველებთან” აცხადებს, შეესწრო სცენას, სადაც რამდენიმე ადამიანს თამაზ ელიზბარაშვილი კუთხეში ჰყავდათ მიმწყვდეული. “ჩემი…

Alia

“სიწითლეზე ვკითხეთ მოწმეებს, სისხლი ისედაც დადასტურებულია” – რას პასუხობს დაკავებულთა ოჯახებს პროკურატურა

თბილისში მოკლული ახალგაზრდა მასწავლებლის საქმე – დღევანდელ სასამართლო პროცესზე დაკითხულმა მოწმეებმა განაცხადეს, რომ გიგა ავალიანი თავდასხმის შემდეგ გონზე არ მოსულა. სასამართლოსი დაიკითხნენ პირები, რომლებმაც თავდასხმის შემდეგ გიგა ავალიანი პირველებმა ნახეს. მკვლელობის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი…

News.ge

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე სასამართლოში ლევან იზორიას კითხავენ

ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი წევრი, ლევან იზორია აძლევს ჩვენებას. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს, რადგან პროცესის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა. პროკურორ თამარ იაკობიძის შუამდგომლობის…

Qartli.ge

გორის სასამართლოში ბრალდებული პოლიციელების საქმის განხილვა განახლდა

დღევანდელ სხდომაზე საგამოძიებო პროცესში მონაწილე პირები დაიკითხნენ, მომდევნო პროცესზე კი ჟურნალისტების გადაღებულ ვიდეოკადრებს გამოიკვლევენ. საპროცესო შეთანხმებაზე პროკურატურას პოზიცია ჯერ არ ჩამოუყალიბებია.