სააგენტო "პარალელი"
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 მარტის პერიოდისთვის
6 მარტს ბანკთაშორისი ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, რომელიც ძალაშია 7 მარტიდან 3 დღის განმავლობაში.
თებერვალი, ეროვნული ვალუტისთვის, სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში, რყევებით გამოირჩეოდა, თუმცა ძირითადად სახეზე იყო ლარის გამყარების ტენდენცია, მარტი კი საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, რაც ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარებით შეიცვალა, პრაქტიკულად ყველა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში.
თებერვალში, აშშ დოლართან მიმართებაში, უცვლელად სახეზე იყო ლარის დინამიური გამყარება, მარტი კი საგრძნობი გაუფასურებით დაიწყო, რაც ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარებით შეიცვალა. ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად კი, განისაზღვრა შემდეგი კურსი, კონკრეტული დღეებისთვის:
3-4 მარტი – 2.6922;
5 მარტი – 2.7234;
6 მარტი – 2.7419.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე გამყარდა, 0.0057 ლარით და 1 აშშ დოლარი 7 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 2.7362 ლარი ეღირება.
თებერვლის დასაწყისში, ევროსთან მიმართებაში, სახეზე იყო ლარის კურსის რყევები გამყარება/გაუფასურება, შუა რიცხვებიდან კი სახეზე იყო ძირითადად დინამიური გამყარება. თებერვლის ბოლოდან კი საგრძნობი გაუფასურება დაიწყო, რაც ბოლო ვაჭრობაზე ისევ გამყარებით შეიცვალა. ბოლო 4 ვაჭრობაზე კი შემდეგი კურსი განისაზღვრა კონკრეტული დღეებისთვის და 1 ევრო ღირდა:
3-4 მარტი – 3.1606;
5 მარტი – 3.1695;
6 მარტი – 3.1833.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზე უკვე საგრძნობლად გამყარდა, 0.0156 ლარით და 7 მარტიდან 3 დღის განმავლობაში 1 ევრო 3.1677 ლარი ეღირება.
გასულ კვირაში, სხვადასხვა ქვეყნის ვალუტებთან მიმართებაში ძირითადად სახეზე იყო ლარის დინამიური გაუფასურება, თუმცა ბოლო ვაჭრობაზე მოხდა ლარის გამყარება ყველა უხცოურ ვალუტასთან მიმართებაში, რაც ძალაში იქნება 7 მარტიდან 3 დღის განმავლობაში:
1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი – 3.6465 ლარი (გამყარდა 0.0115 ლარით);
1 თურქული ლირა – 0.0621 ლარი (გამყარდა 0.0002 ლარით);
10 უკრაინული გრივნა – 0.6248 (გამყარდა 0.0008 ლარით);
1 აზერბაიჯანული მანათი – 1.6094 ლარი (გამყარდა 0.0035 ლარით);
1000 სომხური დრამი – 7.2511 ლარი (გამყარდა 0.0139 ლარით);
1 შვეიცარიული ფრანკი – 3.4999 ლარი (გამყარდა 0.0163 ლარით);
10 ჩინური იუანი – 3.9608 ლარი (გამყარდა 0.0166 ლარით);
100 ინდური რუპია – 2.9822 ლარი (გამყარდა 0.0110 ლარით);
10 ისრაელის შეკელი – 8.8625 ლარი (გამყარდა 0.0577 ლარით);
100 იაპონური იენი – 1.7332 ლარი (გამყარდა 0.0103 ლარით);
10000 ირანული რიალი – 0.0207 ლარი (გამყარდა 0.0001 ლარით)
თებერვალში, რუსულ რუბლთან მიმართებაში, ძირითადად სახეზე იყო ლარის სერიოზული რყევები, მთელს მიმდინარე პერიოდში, რაც მარტშიც გაგრძელდა. კერძოდ, ბოლო 4 ვაჭრობის შედეგად, კონკრეტული დღეებისთვის, 100 რუსულ რუბლთან მიმართებაში შემდეგი კურსი განისაზღვრა:
3-4 მარტი – 3.4826;
5 მარტი – 3.5031;
6 მარტი – 3.4926.
იხილეთ დინამიკა გრაფიკაში
ლარი ბოლო ვაჭრობაზეც გამყარდა, 0.0324 ლარით და 7 მარტიდან 3 დღის განმავლობაში, 100 რუსული რუბლი ეღირება 3.4602 ლარი.
ლარის კურსი – ადრინდელი მონაცემები
წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი სხვადასხვა უცხოურ ვალუტასთან მიმართებაში 7-9 მარტის პერიოდისთვის
პარალელი