“ომში ჩართვას არ ვაპირებთ” – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, ლი ჯე-მიონგმა განაცხადა, რომ სეული ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კონტინგენტის განთავსებას არ გეგმავს, რადგან ქვეყნის კონფლიქტში ჩათრევა არ სურს. პრეზიდენტის განმარტებით, სამხრეთ კორეა არცერთი ფორმით არ განათავსებს სამხედრო აქტივებს საომარ მოქმედებებში ჩასართავად და შემოიფარგლება მხოლოდ მინიმალური ზომებით, რაც საკუთარი მოქალაქეების, კომერციული გადაზიდვებისა და ნავთობის ტრანსპორტირების უსაფრთხოებას სჭირდება. „არ იქნება განლაგება, რომელიც ომში ჩართვას გამოიწვევს. შემიძლია, ეს ძალიან ნათლად გითხრათ. ამ მიზნით ჩვენ არანაირი ფორმით არ განვათავსებთ სამხედრო აქტივებს. ასევე ნათელია, რომ, როგორც სხვა ქვეყნები აკეთებენ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მინიმუმი ჩვენი კომერციული გადაზიდვებისა და ნავთობის გადაზიდვების, ასევე ჩვენი ხალხის… The post “ომში ჩართვას არ ვაპირებთ” – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →