,,სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული არ არის” – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, ლი ჯე-მიონგის განცხადებით, აშშ-სა და სამხრეთ კორეის ერთობლივი სამხედრო სწავლებები თავდაცვითი ხასიათისაა და მიზნად ჩრდილოეთ კორეისთვის საფრთხის შექმნას არ ისახავს. „სამხრეთ კორეას არ აქვს განზრახვა, ეს სწავლებები ჩრდილოეთ კორეაზე თავდასხმისთვის ან კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის გასაზრდელად გამოიყენოს“, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. ლი ჯე-მიონგმა ხაზი გაუსვა ქვეყნის თავდაცვის უნარიანობის გაძლიერების აუცილებლობას და დასძინა, რომ წვრთნების ერთადერთი მიზანი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა. განცხადება დონალდ ტრამპის სიტყვებს მოჰყვა, სადაც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სამხრეთ კორეასთან ერთობლივ სწავლებებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ტრამპმა მიზეზად კიმ ჩენ ინთან კარგი ურთიერთობა და სეულის მიერ ირანის… The post ,,სამხედრო წვრთნები ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მიმართული არ არის” – სამხრეთ კორეის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →