სიახლე

გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა

მედიაცენტრი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმებით თქმით, სამი პაციენტი, რომელთაც დაზიანებები თავისა და მუცლის არეში აღენიშნებათ, საავადმყოფოში განაგრძობს მკურნალობას, ხოლო ერთი დაშავებული ბინაზე გაწერეს. მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. The post გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევისას ოთხი ადამიანი დაშავდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი