სიახლე

ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა

GuriaNews

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. საინფორმაციო პორტალ Akrual.ge-ის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, […] The post ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წოფში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ოთხი კი მძიმედ დაშავდა. საინფორმაციო პორტალ Akrual.ge-ის ცნობით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შემდეგაც დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

The post ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი დაშავდა appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი