knews.ge
გურჯაანში, სახლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას კედელი ჩამოინგრა – გარდაცვლილია მუშა
უბედური შემთხვევა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანში.
არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ სახლში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების დროს კედელი ჩამოინგრა. ნანგრევევებში მოყვა მამაკაცი, რომელიც მძიმე დაზიანებების გამო ადგილზე გარდაიცვალა, დაშავდა კიდევ ერთი პირი.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
The post გურჯაანში, სახლის სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას კედელი ჩამოინგრა – გარდაცვლილია მუშა appeared first on knews.ge.