სიახლე
რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია
მედიაცენტრი
უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსულმა ძალებმა დრონების გამოყენებით საცხოვრებელ უბანს დაარტყეს. მისი თქმით, რუსების იერიშმა ქალაქში ხანძარი გამოიწვია, ხოლო ერთი საცხოვრებელი სახლი სრულად განადგურდა. ფედოროვის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა. ასევე, გასულ ღამეს, რუსებმა კრივი-რიჰსაც შეუტიეს, სადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. The post რუსეთმა ზაპოროჟიეს დრონებით შეუტია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.