უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია — Cnoba

მედიაცენტრი სიახლე 15 Mar 2026, 06:39

უკრაინამ მოსკოვს რეკორდული რაოდენობის დრონებით შეუტია. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, რუსეთმა ღამის განმავლობაში ჯამში 280 დრონი მოიგერია, მათ შორის ბრიანსკში, კალუგაში, ბელგოროში, ტვერში, კურსკში, კრასნოდარსა და მოსკოვში. დროებითი შეზღუდვები დაწესდა დომოდედოვოსა და ჟუკოვსკის საერთაშორისო აეროპორტებში. „საჰაერო თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს მინიმუმ 66 უკრაინული დრონი, რომლებიც მოსკოვისკენ მიფრინავდნენ… საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ იმ ადგილებში, სადაც დრონების ნამსხვრევები ჩამოვარდა“ – დაწერა Telegram-არხზე მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა და აღნიშნა, რომ ყველა ეს დრონი 12 საათზე ნაკლებ დროში ჩამოაგდეს. The post უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

სრული ტექსტი არქივში არაა ხელმისაწვდომი (ან წყარო არ არის ავტორიზებული). გამოიყენე ღილაკი „იხილე პირველწყარო“.

რელევანტური