რუმინეთის დაზვერვამ რუსეთის მოქალაქე დივერსიის ბრალდებით დააკავა
რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მომზადებული დივერსია აღკვეთა და ქვეყანაში მცხოვრები რუსეთის 40 წლის მოქალაქე დააკავა. სპეცსამსახურების ინფორმაციით, დაკავებული დაზვერვის მეთვალყურეობის ქვეშ 2026 წლის თებერვლიდან იმყოფებოდა და ევროპის მასშტაბით მოქმედი დივერსიული ქსელის ნაწილს წარმოადგენდა. რუმინული დაზვერვის ცნობით, ეჭვმიტანილს რუსი კურატორებისგან სტრატეგიული სამხედრო ობიექტების, ნატო-ს მოკავშირეების საკომუნიკაციო კვანძებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის გადაღება ევალებოდა. გარდა ამისა, მისი დავალება უკრაინული სატვირთო თვითმფრინავების, „ანტონოვების“ ფოტო-ვიდეომასალის შეგროვებაც იყო. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მსგავსი თვითმფრინავის წინააღმდეგ თავდასხმის მცდელობა აგვისტოში ლაიფციგის აეროპორტშიც აღკვეთეს, რაშიც გერმანიამ ბრალი ოფიციალურად მოსკოვს დააკისრა. The post რუმინეთის დაზვერვამ რუსეთის მოქალაქე დივერსიის ბრალდებით დააკავა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →