სიახლე

,,დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას” – რუმინეთის პრეზიდენტი

მედიაცენტრი

,,რუმინეთის საჰაერო ძალების F-16 თვითმფრინავმა რუმინეთის ტერიტორიული წყლების თავზე, სულინა-ჩილიას მიდამოებში, დრონი ჩამოაგდო”, – ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტი ნიკუშორ დანი სოციალურ ქსელში წერს. „ვულოცავ რუმინელ პილოტებს და სახმელეთო ჯგუფებს პროფესიონალიზმს, გამბედაობასა და ეფექტურობას, რომლითაც ისინი ასრულებენ თავიანთ მისიებს. ისინი, თავიანთი ქმედებებით, ხელს უწყობენ ეროვნული ტერიტორიის დაცვას და რუმინეთის მოქალაქეების უსაფრთხოებას“, – აცხადებს რუმინეთის პრეზიდენტი. მისი თქმით, გენერალური პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, პარასკევს დილით ჩამოგდებული დრონი Shahed-ის ტიპისაა, რომელსაც რუსეთის ფედერაცია უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომში იყენებს. გუშინ და დღეს ჩამოგდებული დრონების შესახებ კი გამოძიება გრძელდება. The post ,,დაუშვებელი და მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაცია აგრძელებს რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას” – რუმინეთის პრეზიდენტი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი