გერმანიის საქსონია-ანჰალტის არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა
წინასწარი მონაცემებით, გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ხმების 43.8%-ით ისტორიულ გამარჯვებას მიაღწია. DW-ს მონაცემებით, პარტიამ 83-ადგილიან რეგიონულ პარლამენტში 39 მანდატი მოიპოვა, რაც აბსოლუტური უმრავლესობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. მხარის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, სვენ შულცეს „ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა“ (CDU) ხმების 17.2%-ით 15 მანდატი დაიკავა. 35 წლის ულრიხ ზიგმუნდმა, რომელიც AfD-ის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, არჩევნების შედეგებს „ისტორიული“ უწოდა. თუმცა, რადგან სხვა პარტიები მასთან კოალიციას გამორიცხავენ, მხარეში რთული პოლიტიკური მოლაპარაკებები იწყება. The post გერმანიის საქსონია-ანჰალტის არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გაიმარჯვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →