სიახლე

ზახაროვა სომხეთის მიერ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესებას ეხმაურება

მედიაცენტრი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთის მიერ სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესება თავად სომხეთის ინტერესებს დააზარალებს. „თუ სომხეთი უცებ ვიზებსაც შემოიღებს, ის მათ ჩვენს წინააღმდეგ კი არ შემოიღებს, ის მათ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ შემოიღებს“,- განაცხადა ზახაროვამ. მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მძიმედ შეეხება რუსეთში მცხოვრებ იმ მოქალაქეებსაც, რომელთაც სომხეთში მრავალრიცხოვანი ნათესავები ჰყავთ. სომხეთის მიერ რუსებისთვის ვიზების შესაძლო დაწესების თემა ივლისის ბოლოს მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ევროპარლამენტარმა ფერნან კარტჰაიზერმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში ივარაუდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ერევანს შესაძლოა მოსკოვთან სავიზო რეჟიმის შემოღება და მოქმედ სანქციებთან მიერთება მოეთხოვოს.… The post ზახაროვა სომხეთის მიერ რუსეთისთვის სავიზო რეჟიმის შესაძლო დაწესებას ეხმაურება appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი