მონტენეგრო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს
მონტენეგროს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ. ახალი რეგულაცია ძალაში 2026 წლის 1 ნოემბრიდან შევა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული ნაბიჯი ევროკავშირის სტანდარტებთან და პოლიტიკასთან სავიზო სისტემის ჰარმონიზაციას ემსახურება. სავიზო შეზღუდვები ასევე გავრცელდება თურქეთის, საუდის არაბეთისა და ჩინეთის მოქალაქეებზეც. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უვიზო რეჟიმის წყალობით, მონტენეგროში რუსეთის მოქალაქეთა მასშტაბური მიგრაცია დაფიქსირდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, მოსალოდნელი სავიზო ცვლილებების ფონზე, ქვეყანა უკვე დატოვა 14 ათასამდე რუსმა. The post მონტენეგრო რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →