რომან გოცირიძე: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს” — Cnoba

პარალელი სიახლე 27 Feb 2026, 12:38

სააგენტო "პარალელი" რომან გოცირიძე: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს” პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელეკომპანია “იმედის” ერთგვარ მხარდასაჭერად “იმედის ბანკის” დაფუძნების იდეას ეხმაურება და საფინანსო თვალსაზრისით სამართლებრივ განმარტებებს აკეთებს, ირონიული მინიშნებებით: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს. კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა […] რომან გოცირიძე: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს” პარალელი

სააგენტო "პარალელი"
რომან გოცირიძე: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს”

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელეკომპანია “იმედის” ერთგვარ მხარდასაჭერად “იმედის ბანკის” დაფუძნების იდეას ეხმაურება და საფინანსო თვალსაზრისით სამართლებრივ განმარტებებს აკეთებს, ირონიული მინიშნებებით:

იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს.

კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”.

“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე.

ისე, რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”? ფუნტმა დაასანქცირა, ევრომ და დოლარმა ხომ არა? ან ლარების მეტი რაა ამ ბანკებში. ლარებითაც არ რისკავენ?!

რავა ყველგან ამ ბოროტი დიპ სტეიტის საცეცებია. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ იმ გოჭუნიას ყულაბაშიც ჩაჰყოს თათები😎“, – წერს რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

რომან გოცირიძე: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს”
პარალელი


რელევანტური