რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია” — Cnoba

GuriaNews სიახლე 27 Feb 2026, 08:34

ოპოზიციონერი ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელეკომპანია “იმედის” მიერ საკუთარი ბანკის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება: “იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს. კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”. “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, […] The post რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია” appeared first on გურია ნიუსი.

ოპოზიციონერი ეკონომისტი რომან გოცირიძე ტელეკომპანია “იმედის” მიერ საკუთარი ბანკის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

“იმედის” ბანკის შექმნა სასაცილოა. ვერ მოხდება ეს.

კანონით იკრძალება რაიმეს ერქვას “ბანკი”, თუ ის არ არის ლიცენზირებული პირი ეროვნული ბანკის მიერ. გამონაკლისია ისეთი სახელები, რომელებიც ფინანსებთან არაა დაკავშირებული, მაგალითად, “სისხლის ბანკი” ან “მჟავე კიტრი ბანკაში”.

“იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია, ყულაბის, დიდი გოჭუნიასი, სადაც მდიდარი ბიძიები ფულს ჩაყრიან ხოლმე.

ისე, რად უნდათ ამდენი წვალება, აგერ არაა “ქართუბანკი” და “ლიბერთიბანკი”? ფუნტმა დაასანქცირა, ევრომ და დოლარმა ხომ არა? ან ლარების მეტი რაა ამ ბანკებში. ლარებითაც არ რისკავენ?!

რავა ყველგან ამ ბოროტი დიპ სტეიტის საცეცებია. ნურც ის გაგვიკვირდება, რომ იმ გოჭუნიას ყულაბაშიც ჩაჰყოს თათები”, _წერს გოცირიძე.

The post რომან გოცირიძე: “იმედს” მხოლოდ შავი ფულის ბანკის შექმნა შეუძლია” appeared first on გურია ნიუსი.


რელევანტური