სიახლე
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა
მედიაცენტრი
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა. ნეპალის პოლიციის განცხადებით, განახლებული მონაცემების თანახმად, დამანგრეველი წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 1 924 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად გამოცხადდა, მათ შორისაა 36 სხვადასხვა ქვეყნის 575 მოქალაქე. როგორც ცნობილია, სტიქიას ინდოეთის 183, აშშ-ს 65, უკრაინის 62 და ბრიტანეთის 33 მოქალაქე ემსხვერპლა ან დაკარგულად ითვლება. ამასთან, ნეპალში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 579-მდე გაიზარდა. რაც შეეხება ტიბეტს, სტიქიას აქ, სულ მცირე, ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. The post ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაკარგულთა რიცხვი 2000-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.