სიახლე
ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 475-მდე გაიზარდა
მედიაცენტრი
ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 475-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი კვლავ დაკარგულად ითვლება. წყალდიდობის შედეგად ტიბეტში, 3 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 550-ზე მეტი დაკარგულად ითვლება. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. სტიქიამ გაანადგურა საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა და ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მდებარე მნიშვნელოვანი გადასასვლელი. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენლის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში გრძელდება, თუმცა არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორადი წყალდიდობა განვითარდეს. The post ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 475-მდე გაიზარდა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.