სიახლე

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა

Alia

ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ტიბეტში სამი ადამიანი დაიღუპა და 550-ზე მეტი დაკარგულია. „წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. […] The post ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა appeared first on .

პირველწყარო →

ნეპალში ძლიერი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ტიბეტში სამი ადამიანი დაიღუპა და 550-ზე მეტი დაკარგულია.

„წითელი ჯვრის“ წარმომადგენელმა BBC-ს განუცხადა, რომ მაშველები გადარჩენილების ძებნას განაგრძობენ. არსებობს შიში, რომ განადგურებულ ტერიტორიაზე მეორე წყალდიდობაც მოხდეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, წყალდიდობის უზარმაზარი ტალღა მყინვარის ჩამონგრევამ გამოიწვია. ტალღამ სახლები და გზები დაანგრია და ნეპალ-ტიბეტის სასაზღვრო მნიშვნელოვანი გადასასვლელი გაანადგურა.

The post ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 469-მდე გაიზარდა appeared first on .


მსგავსი