,,ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა” – ლაიენი
ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა. ევროკომისიის პრეზიდენტმა თანაგრძნობა გამოხატა დაღუპულთა ოჯახების მიმართ და მადლობა გადაუხადა მაშველებსა და პირველადი რეაგირების ჯგუფებს, რომლებიც სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში მონაწილეობენ. „ჩემი ფიქრები ყველა დაზარალებულთანაა, განსაკუთრებით იმ ოჯახებთან, რომლებმაც ახლობლები დაკარგეს ან ჯერ კიდევ ელოდებიან მათ შესახებ ინფორმაციას“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, ევროკავშირის თანამგზავრული სისტემა Copernicus-ი უკვე გააქტიურდა, რათა ნეპალში სტიქიით დაზარალებული ტერიტორიების ნახვა და ადგილზე მიმდინარე სამაშველო სამუშაოების მხარდაჭერა უზრუნველყოს. The post ,,ევროკავშირი ნეპალსა და ჩინეთში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად მზადაა” – ლაიენი appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →