სიახლე
უკრაინამ რუსეთში Wildberries-ის 10 უმსხვილესი საწყობიდან 8 მწყობრიდან გამოიყვანა
მედიაცენტრი
უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთში Wildberries-ის 10 უდიდესი ლოგისტიკური ცენტრიდან 8 მწყობრიდან გამოიყვანეს. ამჯერად შეტევა ტამბოვის ოლქში მდებარე საწყობზე განხორციელდა, რომელიც დარტყმის შემდეგ სრულად დაიწვა და მუშაობა შეაჩერა. შედეგად, კომპანიის 10 უმსხვილესი საწყობის 1,6 მლნ კვ. მ საერთო ფართობიდან მწყობრიდან უკვე გამოყვანილია 1,3 მლნ კვ. მეტრზე მეტი, რაც 81%-ზე მეტს შეადგენს. მანამდე უკრაინული იერიშების შედეგად მუშაობა უკვე შეჩერებული ჰქონდა Wildberries-ის 7 უდიდეს ობიექტს მოსკოვის, ვორონეჟის, ლენინგრადის, ტულის, სამარისა და ვლადიმირის ოლქებში. The post უკრაინამ რუსეთში Wildberries-ის 10 უმსხვილესი საწყობიდან 8 მწყობრიდან გამოიყვანა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის.
გახსენი პირველწყარო.