სიახლე

ჩერნიგოვზე რუსეთის დრონების იერიშს 4 წლის ბავშვი და ქალი ემსხვერპლა

მედიაცენტრი

26 აგვისტოს დილით, რუსეთის სამხედრო ძალების მიერ ჩერნიგოვზე განხორციელებული დრონების შეტევის შედეგად ორი ადამიანი – 49 წლის ქალი და 4 წლის გოგონა დაიღუპა. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, დმიტრი ბრიჟინსკის ცნობით, დაშავებულია 14 წლის მოზარდი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, 26 აგვისტოს ღამეს რუსეთმა ქვეყნის ტერიტორიას 162 მოიერიშე დრონით შეუტია, საიდანაც საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 134 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს ან ჩაახშეს. თავდასხმის შედეგად დარტყმა 18 ადგილას განხორციელდა. უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს ომის დანაშაულად აფასებენ, თუმცა მოსკოვი მშვიდობიან მოსახლეობაზე მიზანმიმართულ იერიშებს კვლავ უარყოფს. The post ჩერნიგოვზე რუსეთის დრონების იერიშს 4 წლის ბავშვი და ქალი ემსხვერპლა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი