განახლდა
დღეს: 63 სიახლე
Metronome

მედიის ცნობით, ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა

ისპაჰანის პროვინციაში აშშ-ის მიერ განხორციელებულ იერიშს ერთი ადამიანი ემსხვერპლა, შვიდი კი დაშავდა. ინფორმაციას „როიტერი“ ირანის საინფორმაციო სააგენტო ISNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. „როიტერის“ ცნობით, ირანს დაღუპულთა საერთო რაოდენობის შესახებ ოფიციალური მონაცემები მას შემდეგ არ გამოუქვეყნებია, რაც…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
GuriaNews

The Times of Israel – ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს

ისრაელმა და აშშ-მა ირანში ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, – ინფორმაციას გამოცემა The Times of Israel-ი ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, აშშ-ისა და ისრაელის საჰაერო ძალებმა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ ობიექტზე დარტყმები განახორციელეს…

მედიაცენტრი

ისპაჰანში სარაკეტო ბაზაზე ძლიერი აფეთქებები იყო

შესაბამისი ვიდეოები ადგილობრივმა მოსახლეობამ გაავრცელა. პირველ ვიდეოში ისპაჰანის სამხრეთის სარაკეტო ბაზის მახლობლად ჰაერში კვამლისა და ცეცხლმოკიდებული ნანგრევების დიდი ღრუბელი ჩანს. ბაზა ცენტრალურ ირანში, ისპაჰანის სამხრეთით, მთის ქედის კიდეზე მდებარეობს. ბაზის ჩრდილოეთით გადაღებულ კიდევ ერთ…

Timer

ირანის ელჩი: ისპაჰანის უბნებზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩი სეიედ ალი მოჯანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ისპაჰანის საცხოვრებელ უბნებზე განხორციელებული უკანასკნელი თავდასხმების შედეგად მოწამეობრივად დაიღუპა ჩვენი რამდენიმე ძვირფასი თანამემამულე, მათ შორის რამდენიმე წარმოშობით ქართველი ირანელი, გვარად ხუციაშვილი…

Metronome

„სქაი ნიუსის“ ცნობით, აშშ-ის მიერ გაშვებული ჭურვი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს მოხვდა

აშშ-ის მიერ გაშვებული ჭურვი ბუშერის ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს მოხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას „სქაი ნიუსი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. მედიის ინფორმაციით, აშშ-მა ბუშერის პროვინციაში დარტყმები რამდენიმე ლოკაციაზე მიიტანა. გავრცელებული ცნობით, პროვინციაში აფეთქებების…

Metronome

“ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამაშველო ოპერაციის დროს ოთხი ირანელი ოფიცერი დაიღუპა” – სიენენი

ირანში აცხადებენ, რომ აშშ-ის სამაშველო ოპერაციის დროს ოთხი ირანელი ოფიცერი დაიღუპა. ამის შესახებ „სიენენი“ წერს. ირანის არმიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განაცხადა, რომ ოთხი ოფიცერი ისპაჰანის პროვინციაში „აშშ-ის რამდენიმე შემტევი თვითმფრინავის“ თავდასხმის დროს დაიღუპა. განცხადებაში…

Timer

ირანული მედია: ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა

ირანული მედიის ინფორმაციით, ირანში სიკვდილით დასაჯეს ორი მამაკაცი, რომელთაც ბრალად ედებოდათ ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობა. ერთ-ერთ მათგანს ბრალი ედებოდა ცენტრალურ ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნათანზის ბირთვულ ობიექტთან ახლოს დაზვერვითი მონაცემების შეგროვებაში. სასამართლო ხელისუფლებაზე დაყრდნობით…

Metronome

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში ირანის ელჩი აცხადებს, რომ ისრაელმა და აშშ-მა გუშინ ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს

გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩი რეზა ნაჯაფი აცხადებს, რომ გუშინ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმა განახორციელეს. მისივე თქმით, თავდასხმა მოხდა ისპაჰანის პროვინციაში ნატანზის ბირთვულ ობიექტზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის იყო შექმნილი…

Alia

ირანის ელჩი IAEA-ში ამტკიცებს, რომ ნატანზის ბირთვულ ობიექტზე იერიში განხორციელდა

გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოში (IAEA) ირანის ელჩმა რეზა ნაჯაფიმ განაცხადა, რომ ისრაელმა და აშშ-მა ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიში მიიტანეს. მისი თქმით, თავდასხმა განხორციელდა ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ნატანზის ბირთვულ კომპლექსზე, რომელიც ურანის გამდიდრებისთვის გამოიყენება…

მედიაცენტრი

ირანში ვერტმფრენის ჩამოვარდნას 4 ადამიანი ემსხვერპლა

ირანში სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. ვერტმფრენი ისპაჰანის ცენტრალურ პროვინციაში ხილის ბაზარში ჩამოვარდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. შედეგად ორი პილოტი და ბაზარში მყოფი ორი პირი დაიღუპნენ. ექსპერტების შეფასებით, ირანს საჰაერო უსაფრთხოების ცუდი მაჩვენებელი აქვს, რის გამოც…

მედიაცენტრი

კიევში ბენზინგასამართ სადგურებზე რუსების იერიშს მსხვერპლი მოჰყვა

რუსულმა ძალებმა კიევში ბენზინგასამართ სადგურებს დაარტყეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, იერიშს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაშავდა. დაშავებულთაგან ექვსი პირის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

Trialeti

დამოუკიდებელი მედიის დახურვა არის საფრთხე სიტყვის თავისუფლებისთვის. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მედიის თავისუფლება. დისკრიმინაცია მედიის მიმართ, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოოდ საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.

დამოუკიდებელი მედიის დახურვა არის საფრთხე სიტყვის თავისუფლებისთვის. ხელისუფლება ვალდებულია დაიცვას მედიის თავისუფლება. დისკრიმინაცია მედიის მიმართ, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ პრინციპებს. დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, საბოლოოდ საზოგადოების წინააღმდეგ ბრძოლას ნიშნავს.