,,აშშ-ის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოთ” – ტრამპი კანადას აფრთხილებს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კანადა ტარიფებსა და ეკონომიკურ ურთიერთობებთან დაკავშირებით მკაცრად გააფრთხილა და განაცხადა, რომ ოტავას მხრიდან ამერიკული ეკონომიკით სარგებლობის პერიოდი დასრულებულია. ტრამპის თქმით, შეერთებული შტატები ათწლეულების განმავლობაში ეხმარებოდა კანადას, თუმცა არსებული პოლიტიკის გაგრძელებას აღარ დაუშვებს. მან მკვეთრად გააკრიტიკა კანადელი პოლიტიკოსები და აღნიშნა, რომ კანადის ეკონომიკური სტაბილურობა სწორედ აშშ-ზეა დამოკიდებული: „შეერთებული შტატების გარეშე კანადა ვერ იარსებებდა – სწორედ აქედან იღებენ ისინი მთელ თავიანთ ფულს. ვიღაცამ ამ ჯამბაზებს უნდა უთხრას, რომ აშშ-ის მოთხოვნებს დაემორჩილონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კანადისთვის გაცილებით უარესი შედეგები იქნება! ჩვენი ფერმერებისა და სხვა ბიზნესების ხარჯზე სარგებლის მიღების დღეები დასრულებულია!“,… The post ,,აშშ-ის მოთხოვნებს უნდა დაემორჩილოთ” – ტრამპი კანადას აფრთხილებს appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →