აშშ-მა მექსიკასა და კანადასთან სავაჭრო ხელშეკრულების განახლებაზე უარი თქვა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მექსიკასთან და კანადასთან სავაჭრო შეთანხმების გაგრძელებაზე უარი განაცხადა, – აღნიშნულ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მექსიკა-კანადის სავაჭრო შეთანხმება (USMCA) ამჟამინდელი სახით აღარ განახლდება, რის გამოც ავტომატურად ამოქმედდა დოკუმენტის მოქმედების ვადის ამოწურვის 10-წლიანი პერიოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკური ხელშეკრულება ძალაში კიდევ 10 წლის განმავლობაში დარჩება, თუმცა ამ ვადის ამოწურვამდე მისი ყოველწლიური გადახედვა მოხდება. პირობების შეცვლა და ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ სამივე სახელმწიფო გარკვეულ ცვლილებებზე ერთობლივად შეთანხმდება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მთავარ მიზანს შეთანხმების იმგვარი მოდიფიცირება წარმოადგენს, რომელიც ხელს შეუწყობს… The post აშშ-მა მექსიკასა და კანადასთან სავაჭრო ხელშეკრულების განახლებაზე უარი თქვა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →