,,პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს” – ვადეფული
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული კიევში იმყოფება, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება. მისი ვიზიტი რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული ინტენსიური იერიშების ფონზე მიმდინარეობს. გერმანელმა დიპლომატმა ხაზი გაუსვა, რომ ბერლინი უკვე აქტიურად ემზადება უკრაინის დასახმარებლად ზამთრის რთულ პერიოდში. „სწორედ ამიტომ, ჩვენ უკვე ვფიქრობთ ზამთარზე და ვმუშაობთ იმისთვის, რომ მხარი დავუჭიროთ უკრაინას იმით, რაც მას დასჭირდება. პუტინს სურს უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვა, თუმცა საზოგადოება მტკიცე და მედეგია“, – აღნიშნა მინისტრმა. განცხადების დასასრულს იოჰან ვადეფულმა დარწმუნებით დასძინა, რომ „პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს“. The post ,,პუტინი ამ ზამთარს თავის მიზანს ვერ მიაღწევს” – ვადეფული appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.
პირველწყარო →