სიახლე

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა

მედიაცენტრი

რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის დარბაზში თამარ მეფის მამის, გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ავრცელებს. „რუსთავში ქალაქის დიდი ისტორიის დამადასტურებელი კიდევ ერთი აღმოჩენა გვაქვს. ჩვენმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, რუსთავის შუა საუკუნეების სასახლის IV დარბაზში, თამარ მეფის მამის, გიორგი III -ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა. მონეტა მე-12 საუკუნის ქართული ნუმიზმატიკის უნიკალური ნიმუშია. ექსპედიცია გრძელდება და ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რუსთავის ისტორიული ციხის და სასახლის კონსერვაცია-რესტავრაციის პროექტზე“, – წერს ნინო ლაცაბიძე. The post რუსთავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ გიორგი III-ის პერიოდის მონეტა აღმოაჩინა appeared first on მედიაცენტრი მთავარი - MTAVARI.

პირველწყარო →
სრული ტექსტი ამ წყაროსთვის ხელმისაწვდომი არ არის. გახსენი პირველწყარო.

მსგავსი