რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატები მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას განაგრძობენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს გიორგი ტუხაშვილი, ზაზა ტოგონიძე, მიხეილ ბერუაშვილი, სოფიო მაჭარაშვილი და ლელა ლუარსაბიშვილი რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეხვდნენ.
მოქალაქეებმა შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს როგორც პირად საჭიროებებზე, ისე საცხოვრებელ კორპუსებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე. დეპუტატებმა მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზები ერთობლივად განიხილეს.
მომდევნო შეხვედრა 17 მარტს გაიმართება, სადაც უბნის მაჟორიტარ დეპუტატებს გიორგი ჭყონდიდელის ქუჩის, ცამეტი ასურელი მამის ქუჩის, ილია ჭავჭავაძის ქუჩის, ჟიული შარტავას ქუჩისა და ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩის ოლქების მცხოვრებლები შეხვდებიან.