რუსთავის გოგონათა საფეხბურთო გუნდი ესტონეთის საერთაშორისო ტურნირ გაემგზავრება — Cnoba

რეგიონალური სიახლეები სიახლე 20 Feb 2026, 07:35

რუსთავის 15-წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდი ესტონეთის ტურნირზე „Poseidon Girls Cup 2026“ გაემგზავრება, რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. ტურნირამდე გოგონები ინტენსიურ ვარჯიშებს ახალ ტექნიკურ სტადიონზე გადიან. ქალთა საფეხბურთო გუნდი რუსთავში 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე პირველი წარმატებები მოიპოვა: საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის პირველად...

რუსთავის 15-წლამდელ გოგონათა საფეხბურთო გუნდი ესტონეთის ტურნირზე „Poseidon Girls Cup 2026“ გაემგზავრება, რუსთავის მერიის ფინანსური მხარდაჭერით.

სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე შეხვდა და წარმატებები უსურვა. ტურნირამდე გოგონები ინტენსიურ ვარჯიშებს ახალ ტექნიკურ სტადიონზე გადიან.

ქალთა საფეხბურთო გუნდი რუსთავში 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე პირველი წარმატებები მოიპოვა: საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის პირველად ჩატარდა, რუსთაველმა გოგონებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს.

ქალთა სპორტის ხელშეწყობა რუსთავის მერიის სპორტის განვითარების სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ ეტაპზე ქალაქის სტიპენდიით 22 წარმატებული გოგონა სარგებლობს, ხოლო უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფრენბურთელ გოგონებს მერიამ ყოველთვიური ანაზღაურებაც დაუნიშნა.


რელევანტური