სააგენტო "პარალელი"
“ამ მართლაც გაჭირვებაში მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებიც სწორედ საარსებო შემწეობის დახმარებითაც არსებობენ თვიდან თვემდე, რა უნდა ქნან?” – თეონა ჭალიძე ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს მიმართავს
სოციალურად დაუცველთა ბაზის მასშტაბური გადამოწმების პროცესში, საარსებო შემწეობის დახმარების მომლოდინე მოქალაქეებისთვის, მოსალოდნელ პრობლემებზე ახდენს მითითება-მინიშნებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, წლების განმავლობაში, სოციალურად დაუცველების (და არა მარტო) ქომაგი, თეონა ჭალიძე:
“მივმართავ ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს!
ჩინოვნიკებო, სოციალურად დაუცველთა ბაზის მასშტაბური გადამოწმების ჭრილში მინდა ერთ კონკრეტულ საკითხზე გაგამახვილებინოთ ყურადღება და მოვითხოვ პასუხს.
ამ გადამოწმებას, სხვა ყველაფერთან ერთად, ახლავს ფაქტობრივი გარემოება, როცა ორი თვით ყველა გადამოწმებულს შეუჩერდება საარსებო შემწეობა.
ამ მართლაც გაჭირვებაში მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებიც სწორედ საარსებო შემწეობის დახმარებითაც არსებობენ თვიდან თვემდე, რა უნდა ქნან? თქვენსავით დანაზოგები ამ ხალხს არ აქვს და ვერც ექნებოდა ალბათ ლოგიკურად. თქვენ რომ თქვენი ათასობით ლარიანი ხელფასი შეგიჩეროთ ორი თვით დიდად არ ინაღვლებთ ალბათ, მაგრამ ადამიანებს პურის ფული არ უნდა შეუჩეროთ ორი თვით.
ვინაიდან ამ საკითხზე ჯერ არ ხართ ჩამოყალიბებული, მოგიწოდებთ რომ ორ თვიანი შეჩერების ვადა ამ შემთხვევაში არ იქნას გამოყენებული, რადგან ეს მძიმე ტვირთად დააწვებათ მოქალაქეებს, მიუხედავად იმისა რომ შემდეგ შესაძლოა ერთიანად ჩაერიცხოთ.
არაა მარტივი ვინმემ გასესხოს ან ნისიად შეიძინო გაძვირებული პროდუქტი და ისე გაიტანო თავი თქვენი დამსახურებით არსებულ ვითარებაში. იფიქრეთ ამაზე!” – აცხადებს თეონა ჭალიძე.
“ამ მართლაც გაჭირვებაში მყოფმა მოქალაქეებმა, რომლებიც სწორედ საარსებო შემწეობის დახმარებითაც არსებობენ თვიდან თვემდე, რა უნდა ქნან?” – თეონა ჭალიძე ირაკლი კობახიძეს და მიხეილ სარჯველაძეს მიმართავს
პარალელი