განახლდა
დღეს: 1163 სიახლე

“დღევანდელი სამიტი მართლაც ისტორიულია” – ანტონიო კოშტა

დღევანდელი სამიტი მართლაც ისტორიულია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მერვე სამიტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ისტორიულია, რადგან პირველად სწორედ სამხრეთ კავკასიაში იკრიბება და ის სომხეთს ევროპის გულში აქცევს. “დღევანდელი…

იხილე სრულად: metronome.ge ↗
News.ge

ანტონიო კოშტა – დღევანდელი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ნამდვილად ისტორიული იყო, რომელმაც აჩვენა, რომ საქმისადმი ევროპულ მიდგომას შედეგები და მშვიდობა მოაქვს

დღევანდელი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი ნამდვილად ისტორიული იყო, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „პირველად, სამიტი სამხრეთ კავკასიაში გაიმართა. დღე პრეზიდენტ…

Trialeti

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სამიტს 30-ზე მეტი ევროპელი ლიდერი და კანადის პრემიერ-მინისტრი ესწრებიან. ერევანში იმყოფებიან ევროკავშირის ლიდერები, ურსულა ფონ დერ ლაიენი, ანტონიო კოშტა, კაია კალასი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და სხვა ქვეყნების ლიდერები.

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ღონისძიება კარენ დემირჩიანის სახელობის სპორტულ-საკონცერტო კომპლექსში იმართება. გახსნის ცერემონიის შემდეგ სამიტის პლენარული სესია იგეგმება. წლევანდელი სამიტის დევიზია „მომავლის მშენებლობა…

ზელენსკი ანტონიო კოშტას ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ანტონიო კოშტას ესაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ უკრაინას ევროპის დღე მიულოცა. „ანტონიოსთან უკრაინის შემდგომი ევროინტეგრაციის საკითხი განვიხილეთ. უკრაინა, როგორც ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, საკუთარ ადგილს…

News.ge

ანტონიო კოშტა – ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომში ერთადერთი გამარჯვებული რუსეთია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, ანტონიო კოშტამ ბრიუსელში, ევროკავშირის დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე განაცხადა. ანტონიო კოშტას განცხადებით, რუსეთი მსოფლიოს ყურადღების უკრაინიდან ახლო აღმოსავლეთში გადატანით…

“მოვლენები შემაშფოთებელია”- ურსულა ფონ დერ ლაიენის და ანტონიო კოშტას საერთო განცხადება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროკაშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ირანში განვითარებულ მოვლენებს ძალიან შემაშფოთებელს უწოდებენ. საერთო განცხადებაში ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანტონიო კოშტამ ყველა მხარეს მაქსიმალური თავშეკავებისკენ…

Timer

ანტონიო კოშტა: ევროპულ საბჭოზე ახლა განვიხილავთ უკრაინას და სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად მიმდინარე ძალისხმევებს

ჩვენი პოზიცია ნათელია: ევროპის უსაფრთხოება და უკრაინის უსაფრთხოება განუყოფელია, ევროპა ნათელი და ერთიანი ხმით ილაპარაკებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა დუბლინში ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „ევროპულ საბჭოზე ახლა განვიხილავთ…

GHN

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას ევროკავშირის ინსტიტუტები და დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი და იტალია წარმოადგენენ - ანტონიო კოშტა

ანტონიო კოშტა - სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ევროპას დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი, იტალია და ევროპული ინსტიტუტები წარმოადგენენ

Timer

ანტონიო კოშტა: ევროკავშირი-აზერბაიჯანის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია

მნიშვნელოვანი წელია ევროკავშირი-აზერბაიჯანის ურთიერთობებისთვის – ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების განახლება კარგი ამბავია ჩვენი მოქალაქეებისთვის,- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან გამართული შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს…

On.ge

ანტონიო კოშტა და ურსულა ფონ დერ ლაიენი: მზად ვართ ერთად ვიმუშაოთ EU-ში სერბეთის მომავლის შესაქმნელად

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი სერბეთის არჩევნებში სტუდენტური სიის გამრჯვებას გამოეხმაურენ. მათი თქმით, მზად არიან ევროკავშირში სერბეთის მომავლის შესაქმნელად ერთად იმუშაონ. "დღეს სერბეთის მოსახლეობამ რეკორდული აქტივობა აჩვენა, რათა…

Metronome

“სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს” – ანტონიო კოშტა

სომეხმა ხალხმა ხმა მისცა მშვიდობაზე, სტაბილურობაზე და მეზობლებსა და მსოფლიოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე აგებულ მომავალს, ვულოცავ ნიკოლ ფაშინიანს ამ შედეგებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „შეგიძლიათ იამაყოთ თქვენი როლით სომხეთის…

Metronome

„ევროკავშირს შეუძლია, შეამციროს ის მომენტები, როდესაც გადაწყვეტილებებს პროცესის გამარტივებისთვის ვიღებთ“ – ანტონიო კოშტა ევროკავშირში გაწევრიანების წესების გამარტივებას უჭერს მხარს

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა ევროკავშირში გაწევრიანების წესების გამარტივებას უჭერს მხარს. ევროკავშრის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ბლოკმა უნდა დააჩქაროს გაფართოება, რათა დასავლეთ ბალკანეთის პარტნიორებს აჩვენოს, რომ სერიოზულად ეკიდება მათი ევროკავშირისკენ სწრაფვის რეალობად ქცევას…

Metronome

“უმკაცრესად ვგმობ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევას – რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების ესკალაცია უგუნური და უპასუხისმგებლო საქციელია” – ანტონიო კოშტა

სრულ სოლიდარობას და მხარდაჭერას ვუცხადებ რუმინეთს გალაცში საცხოვრებელ შენობაზე რუსული დრონის ჩამოვარდნის შემდეგ, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოქალაქეები დაშავდნენ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა სოციალურ ქსელში წერს. „რუსეთის მხრიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე ვითარების…