| კარგი მეგობარი გაჭირვებაში იცნობაო ნათქვამია, მითუმეტეს მაშინ როცა საქმე საყოფაცხოვრებო ტექნიკას და მისგან გამოწვეულ ხარჯს ეხება. ზაფხულში ყველაზე ერთგულ მეგობრად კონდიციონერი ითვლება, მაგრამ როცა მას პრობლემები ექმნება, საქმეში უკვე ყველაზე მთავარი, კომპეტენტური სპეციალისტი ერთვება. ცხელ დღეებში როდესაც ზაფხული ძალას იკრებს – სახლში სულ უფრო მეტად გაზრდილი გადასახადი მოდის. შეცდომებმა, რომლებსაც კონდიციონერის ხმარებისას გამუდმებით ვუშვებთ, შესაძლოა, დამატებითი პრობლემები გამოიწვიოს, შეამციროს კონდიციონერის ეფექტურობა, უსაფრთხოება და უვნებლობა.
კონდიციონერის მოწყობილობა არ არის უბრალო საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ის რთულ მექანიზმს წარმოადგენს, რომელიც მოითხოვს როგორც ელექტრონიკის, ასევე მაცივარი სისტემების საფუძვლიან ცოდნას. არასწორად დამონტაჟებულმა ან შეკეთებულმა კონდიციონერმა შეიძლება არა მხოლოდ ცუდად იმუშაოს, არამედ საფრთხე შეუქმნას მომხმარებლის ჯანმრთელობასაც. კონდიციონერის ხელოსანი სწორედ ის პროფესიონალია, ვისაც შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია, რომ სისტემა უსაფრთხოდ და ხარისხიანად აამუშაოს. როგორც ყველა ტექნიკას, კონდიციონერსაც აქვს ვადები, თუმცა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დიდწილად დამოკიდებულია მოვლასა და მომსახურებაზე. არაპროფესიონალურად განხორციელებული რემონტი ან თვითნებური ჩარევა ხშირად იწვევს დაზიანებას, რაც საბოლოოდ უფრო ძვირადღირებულ შეკეთებას ან სრულიად ახალი მოწყობილობის შეძენას საჭიროებს. ხელოსნის ჩარევა კი საშუალებას იძლევა მცირე ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას და სისტემა წლების განმავლობაში გამართულად იმუშაოს. ჩვენ შეგვიძლია მარტივად მოგიყვეთ თუ რას უნდა ელოდოთ კონდიციონერის ხელოსნის გამოძახების შემთხვევაში და რა პროცესები გელოდებათ ხელოსნის სერვისის გამოყენებისას: დიაგნოსტიკა: კონდიციონერის ხელოსანი ჩაატარებს კონდიციონერის სრულ დიაგნოსტიკას და დაადგენს გაუმართაობის მიზეზს. კონდიციონერის შეკეთება: თუ გაუმართაობის მიზეზი მარტივია, ხელოსანი შეაკეთებს კონდიციონერს ადგილზე. უფრო სერიოზული პრობლემების შემთხვევაში, შესაძლოა, საჭირო გახდეს კონდიციონერის სერვისცენტრში წაღება. ნაწილების შეცვლა: თუ რომელიმე ნაწილი დაზიანებულია, ხელოსანი შეცვლის მას ახლით. გარანტია: ხელოსანი ჩვეულებრივ გაძლევთ გარანტიას შესრულებულ სამუშაოზე. არადა ეს ყოველივე ძალიან მარტივად ჟღერს. თითქოს უკვე ყველამ ისედაც იცის კვალიფიციური სპეციალისტის შემთხვევაში თუ რაში დაგვეხმარება იგი. ყველამ იცის კონდიციონერის ხელოსნის დამოუკიდებლად შერჩევა რამხელა რისკებთანაა დაკავშირებული. ან მის გარეშე რაიმე ზომების მიღება და დამოუკიდებლად ჩხირკედელაობა იმ საქმეში, რაშიც მიზერული ცოდნაც კი არ გაგვაჩნია საერთოდ. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც ვუშვებთ შეცდომას და ჩვენ ტექნიკას არა სანდო ადამიანებს ვანდობთ, სავალალო შედეგებს კი როგორც წესი მალევე ვიმკით. ამიერიდან ასე რომ არ იყოს, იგივე რომ არ განმეორდეს თქვენს ცხოვრებაში, მეტი თანხის დახარჯვა, რომ აღარ დაგჭირდეთ, წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად გავრცელებულ რამდენიმე შეცდომას, რომელსაც კონდიციონერის ხმარებისას გამუდმებით უშვებთ, მაგრამ თავიდან აიცილებდით იმ შემთხვევაში თუ კი საქმეს პროფესიონალს მიანდობდით: ეს შეცდომებია: არ ვწმენდთ ან ვასუფთავებთ კონდიციონერის ფილტრს კონდიციონერის ფილტრი სულ მცირე 3 თვეში ერთხელ უნდა გამოცვალოთ. იმ შემთხვევაში თუ ის გამუდმებით მუშაობს, სასურველია ფილტრი თვეში ერთხელ მაინც გავასუფთაოთ. თქვენს კონდენსირების სიტემას პროფესიონალები არ ამოწმებენ ინტერნეტში უამრავი ვიდეოგაკვეთილია, რომლიდანაც შეიძლება გაიგოთ კონდიციონერის გასუფთავების ძირითადი ხერხები, მაგრამ მას პროფესიონალური შემოწმება წელიწადში ერთხელ, ეფექტურობის ამაღლების მიზნით მაინც ესაჭიროება. არ გაქვთ დამონტაჟებული თერმოსტატი შესაძლოა თქვენ იმ ადამიანების კატეგორიას განეკუთვნებით ვისაც თერმოსტატის დარეგულირება სახლიდან გასვლის წინ არ ავიწყდება, მაგრამ თუ იმ ადამიანთა რიცხვში შედიხართ ვისაც მსგავსი რუტინული საქმე არ ადარდებს, დაპროგრამებული თერმოსტატი იდეალური გამოსავალია, ის ყოველთვიურ გადასახადს დაზოგავს და დღის იმ მონაკვეთში, როდესაც სახლში არ იმყოფებით, ტემპერატურას გარემო ტემპერატური შესაბამისად დაარეგულირებს. თერმოსტატს ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზე აყენებთ კვლევებმა აჩვენა, რომ ადამიანს ნებისმიერ ტემპერატურასთან შეგუების უნარი აქვს – როგორც სიცხესთან ასევე სიცივესთან. ადაპტაციის პროცესი მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში გრძელდება. თუ გავითვალისწინებთ კონდიციონერის მავნებელ თვისებებს, უმჯობესია სიცხეს შევეგუოთ ვიდრე, თერმოსტატი ზედმეტად დაბალ ტემპრატურაზე დავაყენოთ. ვენტილატორის შესაძლებლობებს ბოლომდე არ იყენებთ ვენტელატორის ნებისმიერი ტიპი, განსაკუთრებით კი ჭერის ვენტილატორი, ზაფხულის განმავლობაში თქვენს სახლში სიგრილეს ინარჩუნებს. უბრალოდ დარწმუნდით რომ ის საათის მიმართულების საწინააღმდეგ ბრუნავს. თერმოსტატს ცუდი ადგილმდებარეობა აქვს უნდა დარწმუნდეთ რომ კონდიციონერს დღის უმეტეს ნაწილში მზე ან ნათურა არ ანათებს. ეს კონდიციონერის მუშაობის არასაჭირო ინტენსივობას იწვევს. გარდა ამისა, სავენტილაციო სივრცე ავეჯით, ან ინტერიერის სხვა შემადგენელი ნაწილებით არ უნდა იყოს დაფარული. ცარიელ ოთახებს აგრილებთ შეეცადეთ სავენტილაციო სივრცე დახუროთ იმ ოთახებში, რომლებიც დაკავებული არ არის და დარწმუნდით რომ საკუჭნაო ოთახების კარი დაკეტილია. არ იყენებთ ფარდებსა და ჟალუზებს მზე თქვენი კონდიციონერის მტერია. ეცადეთ დღის განმავლობაში ოთახში ყოველთვის ჩამოფარებული იყოს ფარდები, რათა მზის სხივებმა ვერ შემოაღწიოს. ხალხი ხშირად მხოლოდ მაშინ იძახებს ხელოსანს, როცა სიტუაცია გადაუდებელი ხდება. არადა პროფილაქტიკა, მოვლა და დროული შეკეთება კი ბევრ თავისტკივილს აგვაცილებდა თავს. ეს კულტურა ნელ-ნელა იცვლება. კონდიციონერი ისეთივე საყოფაცხოვრებო მოწყობილობაა, როგორიც ავტომობილი ან გამათბობელი საშუალება — მასაც სჭირდება რეგულარული მოვლა და პროფესიონალი ადამიანის ჩარევა. |
The post მეგობარი, რომელიც მხოლოდ გასაჭირის დროს გახსენდება appeared first on გურია ნიუსი.