სიახლე

რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა ოქროს მედალზე ჩოხატაურში

GuriaNews

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედლოსანი მოსწავლეების რაოდენობა ცნობილია. მოპოვებული მედლების რაოდენობით დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ლიდერობენ. ყველაზე მეტი ოქროს მედალი დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის ანგარიშზეა — აღნიშნულ სასწავლებელში მოსწავლეებმა 10 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. მეორე ადგილზეა ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, […] The post რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა ოქროს მედალზე ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლებში ოქროსა და ვერცხლის მედლოსანი მოსწავლეების რაოდენობა ცნობილია. მოპოვებული მედლების რაოდენობით დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა ლიდერობენ.

ყველაზე მეტი ოქროს მედალი დაბა ჩოხატაურის №1 საჯარო სკოლის ანგარიშზეა — აღნიშნულ სასწავლებელში მოსწავლეებმა  10 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვეს.

მეორე ადგილზეა ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა, სადაც მოსწავლეებმა 9 ოქროს მედალი მოიპოვეს.

სხვა სკოლების მონაცემები ასე გადანაწილდა:

ნოდარ დუმბაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარცხმის საჯარო სკოლა – 3 ოქრო.

სოფელ ბუკისციხის საჯარო სკოლა – 1 ოქრო,

სოფელ კოხნარის საჯარო სკოლა – 1  ოქრო,

საჭამიასერის საჯარო სკოლა – 2 ოქრო.

ქვენობნის საჯარო სკოლა – 1 ოქრო,

შუა ამაღლების საჯარო სკოლა – 1 ოქრო,

ჩხაკაურას საჯარო სკოლა – 1 ოქრო,

სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა – 2 ოქრო.

The post რამდენმა მოსწავლემ დაასრულა სწავლა ოქროს მედალზე ჩოხატაურში appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი