სიახლე

3 000 ლარამდე ფულადი ჯილდო ოზურგეთელ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს — როგორ უნდა მიიღოთ დაფინანსება

GuriaNews

ოზურგეთის მერია, ოზურგეთის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს წასახალისებლად, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს. “კერძოდ: 1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო, 3 000 ლარი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სკოლის ყველა […] The post 3 000 ლარამდე ფულადი ჯილდო ოზურგეთელ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს — როგორ უნდა მიიღოთ დაფინანსება appeared first on გურია ნიუსი.

პირველწყარო →

ოზურგეთის მერია, ოზურგეთის საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეებს, რომლებმაც წარჩინებით, ოქროს მედალზე დაამთავრეს სკოლა 2025-2026 სასწავლო წელს, ასევე კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წელს, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საუკეთესო შედეგები აჩვენეს წასახალისებლად, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ოზურგეთის მერია ავრცელებს.

“კერძოდ:

1. ერთჯერადი ფულადი ჯილდო, 3 000 ლარი გადაეცემა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ სკოლის ყველა კურსდამთავრებულს, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ სავალდებულო საგანში მიიღო საგნის ტესტის მაქსიმალური ნედლი ქულის 90% ან მეტი; ხოლო კურსდამთავრებულის სკოლას – ფულადი ჯილდოს სახით ერთჯერადად გადაეცემა – 1 500 ლარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

• სკოლის კურსდამთავრებულის განცხადება;

• პირადობის მოწმობის ასლი;

• საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

• სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ მიერ გაცემული ცნობა საგამოცდო საგნებში მიღებული ქულების შესახებ;

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო და სამრევლო სკოლის ოქროს მედალოსნებს, ერთჯერადად გადაეცემათ ფულადი ჯილდო – 500 ლარი.

მათ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

• პირადობის მოწმობის ასლი;

• საკუთარი საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

• ცნობა აკადემიური მოსწრების შესახებ საჯარო ან სამრევლი სკოლიდან;

დოკუმენტაცია შეგიძლიათ მოგვაწოდოთ ონლაინ, ელექტრონული ფოსტის მისამართზე: meriaozurgeti2018@gmail.com

ან წარმოადგინოთ ოზურგეთის მერიის კანცელარიაში.

კითხვების შემთხვევაში ან დეტალების დასაზუსტებლად გთხოვთ, მიმართოთ ოზურგეთის მერიის განათლების განყოფილებას”,_ აცხადებს მერია.

The post 3 000 ლარამდე ფულადი ჯილდო ოზურგეთელ წარჩინებულ კურსდამთავრებულებს — როგორ უნდა მიიღოთ დაფინანსება appeared first on გურია ნიუსი.


მსგავსი